ფეხბურთი

21:42 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონამ" პორტუგალიელი ტალანტი დაიმატა

კატალონიის „ბარსელონამ“ „ბრაგას“ ნიჭიერი შემტევი ფრანსისკო ტრინკაო დაიმატა. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი გუნდს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეუერთდება.

ტრინკაოს „ბარსამ“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა, ხოლო „ბრაგამ“ 31 მილიონი ევრო მიიღო.

20 წლის ფეხბურთელზე სამშობლოში დიდ იმედს ამყარებენ და ახალ რონალდუსაც უწოდებენ. ტრინკაომ მიმდინარე სეზონში 22 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110438