ფეხბურთი

18:20 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფერეირა-კარასკო "ატლეტიკოში" დაბრუნდა

მადრიდის „ატლეტიკოში“ იანიკ ფერეირა-კარასკო დაბრუნდა. „როხიბლანკოს“ ვებგვერდის ინფორმაციით, ბელგიელი გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

ფერეირა-კარასკო „ატლეტიკოში“ 2015-2018 წლებში აქამდეც თამაშობდა და 123 მატჩში 23 გოლთან ერთად 17 საგოლე პასიც მიითვალა.

26 წლის ფეხბურთელი ჩინური „დალიანის“ საკუთრებაა, რომლის რიგებშიც 48 თამაშში 22 გოლი გაიტანა. იქამდე კი, სახელი „მონაკოში“ თამაშით გაითქვა.

0.143302