სხვა

15:43 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფოთმა პოზიცია დაიბრუნა

ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ფოთის ოქროს ვერძმა 18-11 დაამარცხა თბილისის მამული, ხოლო ყვარელმა 58-23 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს.

პირველი წრის დასრულების შემდეგ ფოთელები დაბრუნდნენ ფინალურ ოთხეულში გამსვლელ მეოთხე პოზიციაზე, ხოლო ყვარელი 2 ქულით ჩამორჩება ლიდერს, თბილისის ქარიშხალას.

მეორე წრე 12 თებერვალს დაიწყება. ოთხეულში გასასვლელად პირველ ორ გუნდს, ქარიშხალასა და ყვარელს მყარი პოზიციები აქვთ, დანარჩენი 2 ადგილისთვის კი იბრძოლებს 5 გუნდი, რომლებიც სატურნირო კიბეზე ერთქულიანი სხვაობით არიან განლაგებულნი: სამტრედიას 8 ქულა აქვს, ფოთს 7, მამულს - 6, აჭარას - 5 და თბილისის კიდევ ერთ გუნდს, პეგასს - 4.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. ოლიმპიური სასახლე, 30 იანვარი

მამული - ფოთი 11-18

მამ: გორჯოლაძე - იაშვილი 4, ქობალია 2, ველიჯანაშვილი 2, ე. ბერიკაშვილი 2, ჩუხატურიანი 1, ბერიძე, მურჯიკნელი, ჯოხაძე, ა. ბერიკაშვილი, მირიანაშვილი, ა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე

ფოთ: ჯავახია, გრიგოლია, კარბაია - გოგია 8, ბჟალავა 5, დარჩია 3, კობახია 1, რურუა 1, ბაირამიდი, კუპრიევა

ყვარელი - წყალტუბო 58-23

ყვ: ამონაშვილი - ქიტესაშვილი 20, თავღორაშვილი 12, სურამლიშვილი 10, თეთრაშვილი 9, აფციაური 4, სმოიანი 2, მიხელიძე 1, ტეტოშვილი, იოსებაშვილი

წყ: სილაგაძე, ა. კინწურაშვილი - ლაღაძე 6, ხეცურიანი 6, კიკნაძე 5, ბენდელიანი 4, კოხრეიძე 2, დარსაველიძე, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე, თ. კინწურაშვილი

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ი. ჭკუასელი

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

ქარიშხალა-----7---7---0---0---194-165--14

ყვარელი-------7---6---0---1---238-156--12

სამტრედია----7---4---0---3---131-127---8

ფოთი----------7---3---1---3---138-122---7

მამული--------7---3---0---4---158-156---6

აჭარა-----------7---2---1---4---152-143---5

პეგასი----------7---2---0---6---150-176---4

წყალტუბო----7---0---0---7---106-222---0

მეორე წრე დაიწყება 12 თბერვალსა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106169