ავტოსპორტი

5:57 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესი“ ფორმულა 1-ში დარჩენის საკითხს განიხილავს

„მერსედესის“ მფლობელი კომპანია „დაიმლერი“ მალე განიხილავს საკითხს - გააგრძელოს ფორმულა 1-ში თავისი გუნდით ასპარეზობა, თუ ავტოსპორტის უმაღლესი ლიგა დატოვოს. ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „დაიმლერის“ დირექტორთა საბჭო აღნიშნულ საკითხზე 12 თებერვალს იმსჯელებს. ცნობისათვის, „მერსედესის“ კონტრაქტი ფორმულა 1-თან წლევანდელი სეზონის ბოლოს იწურება.

გერმანულმა გუნდმა გასულ ექვს სეზონში ამდენივე კონსტრუქტორთა თასი და მრბოლთა ჩემპიონატი მოიგო. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს იმისა, რომ სამქიმიანები დიდი პრიზების ცირკს დატოვებენ. მაგრამ არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი - „დაიმლერს“ რამდენიმე მილიარდი სტერლინგის დანაკლისი აქვს, რის გამოც, 10 ათასზე მეტი თანამშრომლის დათხოვნას აპირებს.

კომპანიას ფორმულა 1-ში მოპოვებული გამარჯვებები მილიარდობით დოლარი დაუჯდა. რა თქმა უნდა, ამის სანაცვლოდ, ხარჯის ნაწილი, საპრიზო შემოსავლებით დაფარა, ნაწილით კი მარკეტინგული ეფექტი მიიღო, რომელსაც მომავალშიც გამოიყენებს.

გუნდის მსოფლიო ჩემპიონატიდან გასვლის შემთხვევაში, „მერსედესი“ ფ1-ის ძრავების წარმოებას გააგრძელებს. სამქიმიანებს შესაბამისი კონტრაქტები უკვე აქვთ „მაკლარენთან“ და „უილიამსთან“. კონტრაქტი ალბათ „რეისინგ პოინტსაც“ გაუგრძელდება.

უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის“ გუნდის შეფი ტოტო ვოლფი სწორედ ამ უკანასკნელთან გააგრძელებს კარიერას. ამასთან, ისიც საინტერესოა, რომ „რეისინგ პოინტის“ თანამფლობელი ლოურენს სტროლი, „ასტონ მარტინში“ ინვესტირებას გეგმავს. მოვლნთა ამგვარი განვიტარების შემთხვევაში, სწორედ ინგლისური ბრენდი შეისყიდის „მერსედესის“ საწარმოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119855