ფეხბურთი

10:04 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის ორი 500

კატალონიის „ბარსელონამ“ ესპანეთის თასის მერვედფინალში „ლეგანესი“ 5:0 გაანადგურა, ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ორი ისტორიული შედეგიც დააფიქსირა.

ლეო ესპანური გუნდის რიგებში მოთამაშე პირველი ფეხბურთელია ისტორია, რომელმაც 500 გამარჯვების მოპოვება მოახერხა (ყველა ტურნირის ჩათვლით). აღნიშნულ ნიშნულს მესიმ „ლეგანესთან“ უწია.

გარდა ამისა, „ბარსელონას“ მაისურით ესპანურ ტურნირებზე (ლა ლიგა, სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი) 500 გოლის გატანა შეძლო. მთლიანობაში კი, „ბლაუგრანას“ მაისურით არგენტინელს 710 თამაშში 622 გოლი აქვს გატანილი.

0.137502