ფეხბურთი

12:05 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ "მილანის" მცველი დაიმატა

პსვ ეინდჰოვენმა „მილანის“ შვეიცარიელი მცველი რიკარდო როდრიგესი დაიმატა. ამის შესახებ ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

როდრიგესი პსვ-ში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, თუმცა მისი გამოსყიდვის უფლება ჰოლანდიელებს არ ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ როდრიგესი ორი კვირის წინ „ფენერბახჩეში“ გადადიოდა, სტამბოლშიც ჩავიდა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, მაგრამ თურქულ გუნდში ტრანსფერი ბოლო მომენტში მაინც ჩაიშალა.

როდრიგესი „მილანში“ 2017 წლიდან თამაშობდა, მაგრამ გასულ ზაფხულს გუნდში ტეო ერნანდესის მისვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და იძულებული გახდა იტალია დაეტოვებინა. 27 წლის ფეხბურთელმა „როსონერის“ ღირსება 92 შეხვედრაში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა. მანამდე შვეიცარიელს სამშობლოში „ციურიხისა“ და გერმანიაში, „ვოლფსბურგის“ რიგებში უთამაშია.

0.118283