ფეხბურთი

10:56 | 31.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" იტალიელი ფორვარდი დაიმატა

„ნაპოლიმ“ „სპალის“ საუკეთესო ბომბარდირი ანდრეა პეტანია დაიმატა. როგორც „აძურის“ ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „სპალში“ დარჩება და ნეაპოლელებს ზაფხულიდან შეუერთდება.

ტრანსფერის ღირებულებამ 17 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსის სახით 3 მილიონიც დაემატება.

პეტანია „მილანის“ აკადემიის აღზრდილია, ასევე უთამაშია „სამპდორიასა“ და „ატალანტაში“. „სპალის“ ღირსებას კი 2018 წლიდან იცავს და 58 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.

0.113594