ფეხბურთი

23:56 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ფერნანდეში გაიფორმა

ლისაბონის „სპორტინგის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. ტრანსფერი ჯერ კიდევ გუშინ დადასტურდა, მაგრამ „წითელმა ეშმაკებმა“ პორტუგალიელს კონტრაქტი დღეს გაუფორმეს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფერნანდეში „ოლდ ტრაფორდზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო მხარეების სურვილის შემთხვევაში მისი გახანგრძლივება ერთი წლით ავტომატურად იქნება შესაძლებელი.

ბრუნო ფერნანდეში „სპორტინგის“ ლიდერი იყო და ლისაბონურ გუნდში ჩატარებულ 163 მატჩში 63 გოლითა და 52 საგოლე პასით გამოირჩა.

0.147862