ფეხბურთი

23:40 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" კაპიტანი "ვალენსიაში" გაანათხოვრა

იტალიური „რომას“ კაპიტანი ალესანდრო ფლორენცი ესპანურ „ვალენსიაში“ გადავიდა. „ღამურების“ ვებგვერდის ინფორმაციით, იტალიელი „მესტალიაზე“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დარჩება.

ფლორენცი ფრანჩესკო ტოტისა და დანიელე დე როსის „რომადან“ წასვლის შემდეგ გუნდის კაპიტანი გახდა, მაგრამ მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტის გამო გუნდის დატოვება მოუწია.

28 წლის იტალიელი „ჯალოროსის“ აკადემიის აღზრდილია და 272 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა. „ვალენსიამდე“ „რომას“ გარდა, „კროტონეში“ ჰქონდა ნათამაშები, სადაც 2011-2012 წლების სეზონში იყო განათხოვრებული და 36 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში ალესანდრო აქტივში 35 თამაში და 2 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118302