ფეხბურთი

23:18 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ჰერტამ" პიონტეკი დაიმატა

ბერლინის „ჰერტამ“ პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი კშიშტოფ პიონტეკი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია იურგენ კლინსმანის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

უცნობია კონტრაქტის ხანგრძლივობა, მაგრამ „მილანმა“ 24 წლის პოლონელის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო მიიღო.

პიონტეკი „მილანში“ ზუსტად ერთი წლის წინ „ჯენოადან“ გადავიდა და თავიდან ჩინებუელადაც ირჯებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და კლუბმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა. „როსონერის“ მაისურით პიონტეკმა 41 შეხვედრაში თავი 16-ჯერ გამოიჩინა.

0.128377