სხვა

18:50 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მამული ორი ადგილით დაწინაურდა

ოლიმპიურ სასახლეში განახლდა ქალთა უმაღლესი ლიგა ხელბურთში. ყვარელმა 30-24 მოუგო ქვეყნის ჩემპიონ ფოთის ოქროს ვერძს. მამულმა 35-14 დამარცხა წყალტუბო.

ფოთელებმა პირველი ტაიმი, სამბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, 16-14 მოუგეს წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, შესვენების შემდეგ კი ნელ-ნელა ჩამორჩნენ, თუმც, ბრძოლა ბოლო წუთებამდე იყო. ყვარელმა ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა თბილისის ქარიშხალას შემდეგ.

თბილისის მამულმა 35-14 მოუგო წყალტუბო პრომეთეს, დააგროვა 6 ქულა, გადასწრო ფოთსა და აჭარას და გადაინაცვლა მეოთხე ადგილზე, თუმცა, ეს ადგილი დასაცავი ექნება ხვალ, 12 საათზე ფოთთან თამაშში. ორის ნახევარზე ითამაშებენ ყვარელი-წყლტუბო და პირველი წრეც ამით დასრულდება

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. ოლიმპიური სასახლე, 30 იანვარი

ყვარელი - ფოთი 30-24

ყვ: ამონაშვილი - ქიტესაშვილი 11, თეთრაშვილი 8, სურამლიშვილი 4, მიხელიძე 3, თავღორაშვილი 2, სმოიანი 2, მ. ტეტოშვილი, აფციაური, იოსებაშვილი

ფოთ: ჯავახია, კარბაია, გრიგოლია - გოგია 11, ბჟალავა 6, დარჩია 4, კობახია 2, ბაირამიდი 1, ნ. რურუა, კუპრიევა

მამული - წყალტუბო 35-14

მამ: გორჯოლაძე - ველიჯანაშვილი 10, ე. ბერიკაშვილი 8, ჩუხატურიანი 8, იაშვილი, ქობალია 2, ა. ბერიკაშვილი 2, მირიანაშვილი 2, ბერიძე, მურჯიკნელი, ჯოხაძე, აა. კოვზირიძე, მ. კოვზირიძე

წყ: სილაგაძე, კინწურაშვილი - ხეცურიანი 7, კეკუტია 4, ლაღაძე 2, კიკნაძე 1, დარსაველიძე, კოხრეიძე, ბენდელიანი, შალამბერიძე, ჯანელიძე, ფაილოძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - ი. ჭკუასელი

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

ქარიშხალა-----7---7---0---0---194-165--14

ყვარელი-------6---5---0---1---180-133--10

სამტრედია----7---4---0---3---131-127---8

მამული--------6---3---0---3---147-138---6

ფოთი----------6---2---1---3---120-111---5

აჭარა-----------7---2---1---4---152-143---5

პეგასი----------7---2---0---6---150-176---4

წყალტუბო----6---0---0---6----83-164----0

31 იანვარი, ოლიმპიური სასახლე

12:00 მამული - ფოთი

13:30 ყვარელი - წყალტუბო

0.116157