ფეხბურთი

16:43 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოდან" ბოლო ფეხბურთელიც წავიდა

ქუთაისის „ტორპედოდან“ ბოლო ფეხბურთელიც წავიდა. გრიგოლ დოლიძე კარიერას წყალტუბოს „სამგურალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

დოლიძე „ტორპედოში“ 2016 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად საქართველოს ყველა შესაძლო ტიტულის მოგება მოახერხა.

კარიერის განმავლობაში ვეტერანი ნახევარმცველი „გურიის“, „მერცხალის“, „სიონის“, „ამერის“, „ოლიმპის“, „ბაიას“, „დილას“, „ზესტაფონის“, „სამტრედიის“, „შუქურასა“ და აზერბაიჯანული „სიმურგის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128231