ფეხბურთი

17:10 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რომამ" "ბარსელონადან" თავდამსხმელი დაიმატა

იტალიურმა „რომამ“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის, კარლეს პერესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის შემტევი „ჯალოროსიში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რაც იტალიელებს 1 მილიონი ევრო დაუჯდათ. ზაფხულში კი მისი გამოსყიდვა 11 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ პერესმა მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ღირსება 13 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარში 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136836