ფეხბურთი

18:15 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია: "რეალში" ჯარიმებს ყოველთვის რონალდუ ასრულებდა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ჯარიმების შესრულებაზე ისაუბრა. არგენტინელის განცხადებით, პსჟ-ში სტანდარტულების დარტყმის შანსი მიეცა, მაგრამ მადრიდის „რეალში“ ამის შანსი არ ჰქონდა, რადგან ბურთთან ყოველთვის კრიშტიანუ რონალდუ მიდიოდა.

„დიახ, ჯარიმებზე ბევრს ვმუშაობ. მე მითამაშია ბევრ შესანიშნავ ჯარიმის შემსრულებელთან, რონალდუსთან გუნდში, მესისთან ნაკრებში, ასევე „მანჩესტერ იუნაიტედში“ სხვა თანაგუნდელებთან ერთად. მათგან ნელ-ნელა ვისწავლე და არასდროს შემიწყვიტავს სწავლა, ყოველთვის შესაძლებელია გაუმჯობესება.

„რეალში“ თამაშების დროს არასდროს ვასრულებდი ჯარიმებს, რადგან მას ყოველთვის რონალდუ და ბეილი ასრულებდნენ, გამუდმებით, რონალდუ და ბეილი. თუმცა, ვვარჯიშობდი და ისინი საკუთარი თავის რწმენას მაძლევდნენ. და, საბოლოოდ, როცა პსჟ-ში დავიწყე ჯარიმების დარტყმა, გოლებიც გავიტანე. ეს მნიშვნელოვანი უნარია“, - თქვა დი მარიამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107039