ფეხბურთი

15:18 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ პასტორეს ჩინეთში ტრანსფერი კორონავირუსის გამო ჩაიშალა

იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ხავიერ პასტორე ჩინეთში ტრანსფერთან ახლოს იყო, მაგრამ გავრცელებული კორონავირუსის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. აღნიშნულ ინფორმაცია Il Messaggero ავრცელებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, კორონავირუსმა გავლენა საფეხბურთო სამყაროზეც მოახდინა. ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გადადო ჩემპიონატის სტარტი, რომელიც 22 თებერვალს უნდა დაწყებულიყო. გარდა ამისა, ეპიდემია გავლენას სატრანსფერო პერიოდზეც ახდენს.

ამასთან, უცხოური მედია აქტიურად იტყობინება, რომ ჩინური გუნდების დატოვება არაერთმა ევროპელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა და ძველ კონტინენტზე დაბრუნებას აპირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119792