ფეხბურთი

1:50 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" "ბარსელონას" რიშარლისონის 100 მილიონ ევროდ დათმობაზე უარი უთხრა

კატალონიის „ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თავდამსხმელს გამალებით ეძებს. ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ 48 საათი დარჩა, ამიტომაც კატალონელები ყველა გზით ცდილობენ შემტევის დამატებას.

მას შემდეგ, რაც ლუის სუარესი სეზონის ბოლომდე დაშავდა, კარლეს პერესი კი, „რომაში“ გადავიდა, კიკე სეტიენის განკარგულებაში მხოლოდ ლიონელ მესი, ანტუან გრიზმანი, ანსუ ფატი და უსმან დემბელე დარჩა. ეს უკანასკნელიც ხშირად ტრავმიანობს, ამიტომაც, დღის წესრიგში თავდამსხმელის დამატება დადგა.

Sky Sports-ის ინფორმაციით, იყო შანსი, რომ ზამთრის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გაჩარხულიყო. „ბარსელონამ“ „ევერტონს“ რიშარლისონის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.

საინტერესოა, რომ წყაროს ცნობით, ლივერპულელებმა ესპანელებს ბრაზილიელის გასხვისებაზე ასეთი სოლიდური თანხის მიუხედავად უარი უთხრეს. როგორც ჩანს, „ევერტონი“ ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას გეგმავს, რაც კარლო ანჩელოტის მიწვევითაც დაადასტურა და გუნდის ლიდერის შუა სეზონში გაყიდვა მის გეგმებში არ შედის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124801