ფეხბურთი

0:45 | 30.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ანანიძე არ არის იქ, სადაც გვინდა რომ იყოს"
ქართველმა სპეციალისტმა გიორგი ლორიას უთამაშებლობის მიზეზიც დაასახელა

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის მერვედფინალში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა (3:0) და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნამატჩევს თემურ ქეცბაიამ თამაში შეაფასა და ქართველ ფეხბურთელებზეც ითამაშა.

ქეცბაიამ განმარტა გიორგი ლორიას უთამაშებლობის მიზეზი, კომენტარი გააკეთა თორნიკე ოქრიაშვილის ტრავმაზე და ისიც აღნიშნა, რომ ჯანო ანანიძე იდეალური ფორმისგან შორსაა.

„ჩვენთვის, როგორც ჩემპიონატი, ასევე თასიც მნიშვნელოვანია. „ომონიასთან“ წაგების შემდეგ ველოდით ასეთ რეაქციას. ეს არ იყო ადვილი, კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ თავიდანვე ძალიან სერიოზულად მივუდექით საქმეს და ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს. ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ხასიათი და გვყავს ფეხბურთელების ღრმა შემადგენლობა, რომელთაც უნდათ გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარონ.

რატომ არ ითამაშა ლორიამ? არანაირი ცვლილება არ გაკეთებულა. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ცვლილება, რადგან ბევრი თამაში გვიწევს და ეს ადვილი არაა. ამიტომ, დღეს ზოგიერთ ფეხბურთელს არ უთამაშია.

ტრავიმრებულები? ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დანაკლისითაც მოვიგოთ თამაშები. დღეს მარგასა და ოქრიაშვილი გვაკლდა, ანანიძე შორსაა საუკეთესო ფორმისგან, რომელშიც გვინდა, რომ იყოს, ორი თვის განმავლობაში არ უთამაშია. ჩვენ არ ვიჩქარებთ, ფეხბურთელები 100%-ით უნდა იყვნენ მზად“, - განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „ოლიმპიაკოსთან“ ანანიძის დებიუტი შედგა. ჩვენებური მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა და მატჩის მიწურულს მეტოქე მასთან უხეშობისთვის გააძევეს.

0.117018