ფეხბურთი

19:50 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" მარი დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ „ფლამენგოდან“ 26 წლის მცველი პაბლო მარი დაიმატა. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

მარი „არსენალში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რის სანაცვლოდაც „ფლამენგომ“ 5 მილიონი ევრო მიიღო.

პაბლო მარი „მალიორკას“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა, საიდანაც „ჟირონაში“, „ბრედასა“ და „დეპორტივოში“ იყო განათხოვრებული.

„ფლამენგოს გასულ წელს შეუერთდა, 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ბრაზილიის ჩემპიონი და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115954