ფეხბურთი

18:10 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რომაული დერბისთვის "კურვა სუდიდან" ყურების გამო დანიელე დე როსი შეინიღბა (+VIDEO)

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი დანიელე დე როსი სპეციალურად შეინიღბა, რომ რომაული დერბისთვის „კურვა სუდის“ (ყველაზე ცხელი წერტილი ტრიბუნებზე იტალიაში) ტრიბუნებიდან ეყურებინა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დანიელეს მეუღლემ სარა ფელბერბაუმმა გამოაქვეყნა.

„აი, რა ხდება მაშინ, როდესაც შენი ქმარი გადაწყვეტს „კურვა სუდში“ შეღწევას, რომ მისი ოცნება აიხდინოს - დერბის იქიდან უყუროს! ჩვენ დავკარგეთ მთელი შუადღე მაკიაჟის კეთებაში, მაგრამ ის ბედნიერი იყო, როგორც პატარა ბავშვი“, - დაწერა ინსტაგრამში სარამ.

აღსანიშნავია, რომ შვიდი თვის წინ, როდესაც ფრანჩესკო ტოტიმ „რომა“ საბოლოოდ დატოვა (კლუბის მენეჯმენტიდან წავიდა), პრესკონფერენციაზე თქვა: „იქნებ, ერთ დღეს „რომას“ თამაშს „კურვა სუდიდან“ დე როსისთან ერთად ვუყურო“.

დე როსიმ უკვე მოახერხა ამის გაკეთება, მაგრამ ვინ იცის, შემდეგ ჯერზე შეიძლება ტოტისთან ერთად ეწვიოს გულშემატკივრების ტრიბუნას, უკვე შენიღბვის გარეშე...

0.11093