ფეხბურთი

15:20 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუში" ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში, ოღონდ არა „რიზესფორში“, არამედ „ანკარაგიუჯიუში“ გააგრძელებს.

თურქული გამოცემა Ajansspor-ი იტყობინება, რომ დედაქალაქური გუნდი 24 წლის ფეხბურთელით ძლიერდება. ამ ეტაპზე თავად თურქული გუნდი ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებს.

გუშინ დანიურ მედიაში დაიწერა, რომ საბამ „რანდერსის“ სამშაბათის ვარჯიში გამოტოვა, რაც გუნდიდან წასვლას დაუკავშირა.

„ანკარაგიუჯიუ“ თურქეთის სუპერლიგაში თამაშობს, მაგრამ 19 ტურის შემდეგ მხოლოდ 13 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. სამშვიდობო ზონას კი 4 ქულა აშორებს. ლობჟანიძე „რანდერსში“ 2017 წლიდან ირჯებოდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა 16 მატჩში 9 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110156