ჩოგბურთი

11:48 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზვერევი ნახევარფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევი პირველად გავიდა. ზვერევმა სტანისლას ვავრინკა 1:6, 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ვავრინკამ იდეალურად ითამაშა და დაწინაურდა კიდეც, თუმცა მას შემდეგ ჩოგბურთს მხოლოდ გერმანელი თამაშობდა. ვავრინკას ჩვეულ სტილში თამაში აღარ გამოსდიოდა.

ზვერევმა 13 ეისი ჩააწოდა, სტენმა მხოლოდ ოთხი.

მომდევნო ეტაპზე საშას მეტოქე ნადალ-ტიმს შორის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143217