ფეხბურთი

1:43 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ისრაელში საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ისრაელში საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე გაემგზავრა. ზურაბ ხიზანიშვილის გუნდი მასპინძელ ისრაელთან ერთად პოლონეთისა და ბელარუსის 16-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება. 16-წლამდელებმა გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გამართეს. საწვრთნელ პროცესში 19 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ამ ეტაპისთვის 16 წლამდე ნაკრებში ოთხი ლეგიონერია გამოძახებული: ლუკა ჯაჭვლიანი (ევროპა, ესპანეთი), გიორგი ხაბულიანი (მარსეტ აკადემია, ესპანეთი), გიორგი მესხი (ჰალეშერი, გერმანია) და ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები). ტვენტეს ასაკობრივ გუნდში ეგოიანი სტაბილურად თამაშობს და საქართველოს 16 წლამდე ნაკრებში სადებიუტო შეხვედრას ისრაელის ოთხთა ტურნირზე ჩაატარებს.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა ჯოჯუა (დინამო, თბილისი), მიხეილ მაქაცარია (სფფ აკადემია, რუსთავი)

მცველები: რომან მორჩილაძე (სფფ აკადემია, რუსთავი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო, თბილისი), თორნიკე მოლაშვილი (დინამო, თბილისი), შაქრო დვალიშვილი (საბურთალო, თბილისი), ნიკოლოზ გოგებაშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი პირტახია (სფფ აკადემია, რუსთავი)

ნახევარმცველები: ომარ თოდუა (დინამო, თბილისი), ბექა ხიმშიაშვილი (სფფ აკადემია, რუსთავი), საბა გეგიაძე (დინამო, თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო, თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო, თბილისი), ლუკა ჯანაშია (დინამო, თბილისი), დავით შიოლაშვილი (დინამო, თბილისი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), ლუკა ჯაჭვლიანი (ევროპა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ დავრაშელიძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი ხაბულიანი (მარსეტ აკადემია, ესპანეთი), გიორგი მესხი (ჰალეშერი, გერმანია)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფარგლებში სამ შეხვედრას გამართავს. გთავაზობთ ტურნირის სრულ გრაფიკს:

29 იანვარი

პოლონეთი 14:00 საქართველო

31 იანვარი

ისრაელი 16:00 საქართველო

2 თებერვალი

საქართველო 14:00 ბელარუსი

*დროები მითითებულია საქართველოს დროით.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113304