ფეხბურთი

19:10 | 28.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ინტერის" თავდამსხმელი დაიმატა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მატეო პოლიტანო კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პოლიტანო „ნაპოლიში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა შესაძლებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტანომ „რომაში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, მაგრამ საპასუხოდ, „ინტერში“ სამედიცინო ტესტი ლეონარდო სპინაცოლამ ჩააგდოდა ვინაიდან ბარტერი უნდა განხორციელებულიყო, გარიგება ჩაიშალა.

პოლიტანო „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობდა, მაგრამ ანტონიო კონტეს პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა.

0.112227