ისტორია

9:54 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

28 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978 – დაიბადა ჯანლუიჯი ბუფონი. იტალიის ნაკრების, ”პარმასა” და ტურინის ”იუვენტუსის” გოლკიპერი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი. 2006 წლის მუნდიალზე შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 2003 2004, 2006 და 2007 წლებში ბუფონი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ აღიარეს. ბუფონი იტალიის 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2020 წლების ჩემპიონია. 2015 წლის იტალიის თასის გამარჯვებული. 2002, 2003, 2012, 2013, 2015, წლებში ფლობდა იტალიის სუპერთასს. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 2002 წლისა და ევროპის 2004, 2008 წლების ჩემპიონატებში. 2008 წლის ევროპირველობაზე ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. იტალიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 176 მატჩი. ოთხჯერ იასპარეზა საქართველოში – ერთხელ იტალიის ახალგაზრდული (რუსთავი 1997 წელი), სამჯერ კი აპენინელთა ეროვნული ნაკრების (თბილისი, 2001, 2006 და 2009) შემადგენლობაში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1900 – ლაიფციგის რესტორან “მარიენგარტენში” 86 კლუბმა გერმანიის საფეხბურთო კავშირი დააარსა.

1912 – ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის მატჩში ”მანჩესტერ სიტიმ” სამი პენალტი ვერ გამოიყენა ”ნიუკასლ იუნაიტედთან” მატჩის მსვლელობისას.

1922 – ამერიკული ფეხბურთის ასოციაცია ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგად (NFL) გადაკეთდა. ლიგას დღესაც ეს სახელწოდება აქვს.

1934 – გლაზგოს ”რეიჯერსის” ცენტრფორვარდმა ჯიმ ფლემინგმა ჩემპიონატის მატჩში 5 გოლი გაუტანა ”დანდის”. წინა კვირაში კი მან სათასო პაექრობის მსვლელობისას ფლემინგმა ცხრაჯერ გამოიჩინა თავი.

1943 – ჰოკეის ეროვნული ლიგის ფორვარდმა დუგ ბენტლიმ შედეგიანობის რეკორდი დაამყარა – მან ერთ მატჩში 5 ქულა გააკეთა (გოლ პლუს პასის სისტემით). იმ მატჩში ”ჩიკაგო ბლექ ჰოუკსმა” ”ნიუ იორკ რეინჯერსი” 10:1 დაამარცხა.

1949 – ”ნიუ იორკ ჯაიანთსის” შემადგენლობაში პირველად გამოჩნდნენ შავკანიანი მოთამაშეები (მონტ ირვინი და ფორდ სმიტი).

1959 – საბჭოთა კავშირის საკალათბურთო ნაკრებმა აშშ-ის ნაკრებს 62:37 მოუგო. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების პირველი მარცხი.

1960 – გადაწყდა, რომ ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) დაიშვებოდნენ ”დალას კოვბოი” (1960) და ”მინესოტა ვიკინგზი” (1961).

1968 – გუუს გორლინი და კიკი კუელერი ბეისბოლის ”დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1969 – კალათბურთის ამერიკულ ასოციაციაში (ABA) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით მეორე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 133:127 მოუგო. შეხვედრა ლუისვილში გაიმართა.

1975 – კალათბურთის ამერიკულ ასოციაციაში (ABA) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით მერვე მატჩი ჩატარდა. აღმოსავლეთმა დასავლეთს 151:124 მოუგო. შეხვედრა სან ანტონიოში გაიმართა.

1976 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა ”ატლანტა ჰოუკსმა” რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში ზედიზედ განცდილი 28 მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა ჩაატარა.

1984 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ ”ლოს ანჯელეს კინგზის” ფორვარდმა უეინ გრეცკიმ ზედიზედ 51 მატჩში გატანილი შაიბების შემდეგ პირველად დატოვა ყინული უგოლოდ.

1989 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში შტეფი გრაფმა ჰელენა სუკოვა 6:4, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 63-ე ჩემპიონი გახდა.

1990 – ჩოგბურთში ავსტრალიის ჯია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ივან ლენდლმა შტეფან ედბერგი 4:6, 7:6, 5:2 (ბოლო სეტში ებერგმა თამაში შეწყვიტა) დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 78-ე ჩემპიონი გახდა.

1994 – რუსმა მძლეოსანმა ინა ლისოვსკაიამ ქალთა შორის სამხტომში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (14.78 მ).

1995 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ანდრე აგასიმ პიტ სამპრასი 4:6, 6:1, 7:6, 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 83-ე ჩემპიონი გახდა.

1996 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ბორის ბეკერმა მაიკლ ჩანგი 6:2, 6:4, 2:6, 6:2 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით 84-ე ჩემპიონი გახდა.

1996 – ამერიკულ ფეხბურთში სუპერთასის ფინალს ტელეკრანიდან 138.5-მა მილიონმა ადამიანმა უცქირა, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახლავთ.

1997 – დსთ-ის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში თბილისის ”დინამომ” ტაჯიკეთის დუშანბეს ”დინამოს” 6:2 მოუგო. ქართველთაგან გოლები ლევან ცქიტიშვილმა, ლევან ხომერიკმა, როინ კერძევაძემ, დიმიტრი კუდინოვმა, დავით ყიზილაშვილმა და კახა კალაძემ გაიტანეს. ”დინამო”: ზოიძე (ლომაია), ჯელაძე, მუჯირი (ასათიანი), კალაძე, კუდინოვი, ჩხაიძე (დავითნიძე), კიკნაძე (კვარაცხელია), ცქიტიშვილი (დიდავა), კერძევაძე (ზამთარაძე), ყიზილაშვილი, ხომერიკი (დემეტრაძე).

2005 – ტრავმის შემდეგ პირველად იასპარეზა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა და ავსტრალიის ღია პირველობის შეხვედრაში მან ლინდსეი დევენპორტი დაამარცხა 2:6, 6:3, 6:0.

2006 – გაირკვა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები – საფრანგეთი, იტალია, უკრაინა, შოტლანდია, ლიტვა, ფარერები.

2006 – პროფესიონალ მოკრივეთა WBO ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ექსჩემპიონი რენდალ ბეილი მორიგი ორთაბრძოლის დაწყების წინ გონებადაკარგული იატაკზე დაეცა, პაექრობა კი ჩაიშალა.

2006 – ავსტრალიია ღია პირველობის ფინალში ამელი მორესმომ ჟუსტინ ენენ-არდენი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. მატჩის პირველი სეტი მორესმომ 6:2 მოიგო, მეორის მსვლელობისას კი ენენმა ტრავმის გამო ფინალის გაგრძელება იუარა.

2008 – იანვრის ბაშოზე მეორე ელიტარული დივიზიონის (ძურიოს) ჩემპიონობის მოპოვება 20 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) შეძლო.

2009 – გადაწყდა, რომ სახელმწიფო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დახმარების სახით 5 მილიონ 250 ათას ლარს გამოუყოფდა.

2009 – 6 წლიანი პაუზის შემდეგ ქალ მოჭადრაკეთა შორის საქართველოს ჩემპიონობა მაია ლომინეიშვილმა მოიპოვა

2012 - ფიგურული ციგურაობა. ელენე გედევანიშვილმა შეფილდშიევროპისჩემპიონატზებრინჯაოსმედალი მოიპოვა.

2014 - “ლივერპული”-”ევერტონი” 4:0. “ლივერპულს” ”ევერტონისთვის” ამდენი გოლი 1982 წლის შემდეგ აღარ ჰქონდა გატანილი.

ამ დღეს დაიბადნენ

1905 – ფაუსტო. 1930 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი. ვირტუოზული ტექნიკის ფეხბურთელს გულშემატკივრები “შავ სასწაულს” უწოდებდნენ. დღემდე ბრაზილიის ყველა დროის საუკეთესო ჰავბეკად ითვლება. 34 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

1923 – რიჰარდ-ფრანც ჰერმანი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი.

1926 – მანეკა. ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს 1950 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. “ვასკო და გამას” შემადგენლობაში ჩაატარა 325 მატჩი, გაიტანა 127 გოლი.

1928 – ჯოვანი ჯაკომაცი. Gასული საუკუნის 50-იან წლებში მილანის “ინტერის” საუკეთესო მცველი.

1938 – ლეონიდ ჟაბოტინსკი. უკრაინელი ძალოსანი. სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1964, 1968). მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი. ჟაბოტინსკის დამყარებული აქვს მსოფლიოს მრავალი რეკორდი.

1939 – ვიქტორ შუსტიკოვი. მოსკოვის ”ტორპედოს” მცველი და კაპიტანი (გუნდში გამოდიოდა 1958-73 წლებში). შუტიკოვი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია (1960, 1965) და სამჯერ ფლობდა საკავშირო თასს (1960, 1968, 1972). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ჩატარებული აქვს 427 მატჩი (აქედან 253 შეუცვლელად). შუსტიკოვი ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. საკავშირო ნაკრებში ჩატარებული აქვს რვა მატჩი.

1943 – პოლ ჰენდერსონი. კანადელი ჰოკეისტი. განსაკუთრებით გაითქვა სახელი კანადა-სსრკ 1972 წლის სუპერსერიის დასკვნით მატჩებში, როდესაც კანადელებმა საბოლოო გამარჯვებას (4 მოგება, ერთი ფრე, 3 წაგება) ჰენდერსონის გოლების წყალობით მიაღწიეს.

1947 – როხო-აროიტა “ჩეჩუ”. ბილბაოს “ატლეტიკის” ლეგენდარული ნახევარმცველი. ბასკური გუნდის 413 მატჩში გაიტანა 47 გოლი.

1948 – ჰაინც ფლოე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1976 წლის ევროპის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 39 მატჩი, გაიტანა 8 გოლი.

1949 – გრეგ პოპოვიჩი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “სან ანტონიო სპერზის” მთავარი მწვრთნელი. გუნდი 1999, 2003, 2005 და 2007 წლებში ასოციაციის ჩემპიონი გახადა. “სან ანტონიოსთან” ერთად მოგებული აქვს რეგულარული პირველობის 600 და ფლეი-ოფის 100 მატჩი.

1949 – ბოჟილ კოლევი. 1970-90-იანი წლების ბულგარელი ფეხბურთელი. ამპლუით მცველს შვიდჯერ აქვს მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონობა, 1979 და 1980 წელს დაასახელეს ბულგარეთის საუკეთესო სპორტსმენად.

1965 – არმინას ნარბეკოვასი. საბჭოთა კავშირისა და ვილნიუსის “ჟალგირისის” ნახევარმცველი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1968 – მარნი მაკბინი. კანადელი ნიჩბოსანი. 1992 და 1996 წლების ოლიმპიადების ჩემპიონი.

1969 – ჯორჯო ლამბერტი. იტალიელი მოცურავე. თავისუფალი სტილით 200 მეტრზე გაცურვაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი.

1969 – რობერტო ტროტა. არგენტინელი მცველი. Gამოდიოდა არგენტინის, იტალიის, ესპანეთის, მექსიკისა და ეკვადორის ჩემპიონატებში. 477 ოფიციალურ მატჩში გატანილი აქვს 59 გოლი.

1969 – ევგენი კისურინი. რუსეთის კალათბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი (208 სმ). მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი.

1971 – ელენა მოტალოვა. რუსი მძლეოსანი. 3000 მეტრზე ბარიერებით რბენაში დამყარებული აქვს მსოფლის რეკორდი.

1972 – ელენა ბარანოვა. რუსეთის ქალ კალათბურთელთა ნაკრების წევრი. მოპოვებული აქვს ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

1973 – ნატალია მოროზოვა. რუსი ფრენბურთელი. ევროპის ჩემპიონი. ოლიმპიადების ორგზის ვიცე-ჩემპიონი.

1974 – ზაზა მაჩალაძე. ქართველი საკალათბურთო მსაჯი. მინიჭებული აქვს საერთაშორისო არბიტრის წოდება.

1975 – ენ მონტმინი. კანადელი წყალში მხტომელი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

1976 – ვახტანგ (ვატო) ნაცვლიშვილი. საქართველოს ნაკრების, თბილისის ”კაკტუსისა” და ”ვითას”, ბათუმის ”ბასკოს”, ფრანგული ”დიჟონის”, პორტუგალიური ”ოლივეირენსეს”, “თბილავიამშენის” ფორვარდი (205 სმ). ვატო ნაცვლიშვილი იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. მოგებული აქვს საქართველოს პირველობა და პორტუგალიის თასი. 2009 წლის 27 იანვარს “თბილავიამშენის” რიგებში საქართველოს თასის ფინალში ითამაშა და 24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, თუმცა, შეხვედრა რუსთავის “ენერჯი-ინვესტმა” 80:71 მოიგო. ვახტანგ ნაცვლიშვილი იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად თბილისის “დინამოს” და თბილისის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტია.

0.107833