ფეხბურთი

22:06 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კავანის "ატლეტიკოში" გადასვლა გადაწყდა

ედინსონ კავანი მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელი ხდება. როგორც As-ი იტყობინება, მისი ძმა და აგენტი ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებიან და კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ.

მოსალოდნელია, რომ ედინსონი სამედიცინო შემოწმებას სამშაბათს გაივლის და მაქსიმუმ ოთხშაბათს, „როხიბლანკოს“ ფეხბურთელად ოფიციალურად გამოცხადდება. არაა გამორიცხული კავანი მადრიდულ დერბიში, „რეალის“ წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდეს.

ურუგვაელი ფორვარდი პსჟ-ს რიგებში 2013 წლიდან თამაშობდა და 292 მატჩში 198 გოლის გატანა მოახერხა. თუმცა, მიმდინარე სეზონში პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12054