ფეხბურთი

18:46 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი მილანშია

კრისტიან ერიკსენი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. დანიელი ფეხბურთელი უკვე ჩავიდა მილანში და სამედიცინო შემოწმებას გადის.

ამის შემდეგ კი, კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოაწერს. ერიკსენი და „ინტერი“ 2024 წლამდე ითანამშრომლებენ, ხოლო სეზონში მისი ანაზღაურება 10 მილიონ ევროს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, რომ ერიკსენი „ტოტენჰემის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, მაგრამ ლონდონური გუნდი ხელშეკრულების ამოწურვამდე 6 თვით ადრე დატოვა.

0.152248