სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:18 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ისევ ერთპიროვნულად გალიდერდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

კვირის გვიან მატჩში, მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ვალიადოლიდი“ 1:0 დაამარცხა, 46 ქულა მოაგროვა, სამი პუნქტით გაუსწრო „ბარსელონას“ (რომელმაც შაბათს „ვალენსიასთან“ წააგო 0:2) და ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე ნაჩომ გაიტანა თავით კროოსის ჩაწოდების შემდეგ. ვფიქრობთ, ნაჩო საუკეთესო იყო რეალელთაგან.

თამაში დიდი სანახაობით არ გამოირჩეოდა, არც ტემპი იყო მაღალი, თუმცა, სტუმარი მადრიდელები მაინც უკეთ გამოიყურებოდნენ.

ზიდანს არ ჰყავდა კარვახალი, ვინისიუსი და მარსელო. ამიტომ შეტევაში ბენზემას ჭაბუკი ბრაზილიელი როდრიგო შეუწყვილა. როდრიგოს ეტყობა რომ დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდთან შერწყმული ვერ არის.

„რეალმა პირველ ტაიმშიც გაიტანა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა კაზემიროს თამაშგარე დაუფიქსირა.

ბოლოსკენ მასპინძლებმაც შეაგდეს, თუმცა მსაჯმა სერხი გვარდიოლასაც თამაშგარეს მიზეზით გაუუქმა გოლი.

„ატლეტიკომ“ მორიგი მოსაწყენი 0:0 თამაშა. ამჯერად, პრიმერას ერთ-ერთ აუტსაიდერთან. არ გეგონოთ, რომ მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ ბედი არ სწყალობდათ, სტუმრები კი საკუთარი საჯარიმოდან არ გამოდიოდნენ. ისინი ბოლო წუთებში „შეიკეტნენ,“ მანამდე კი მრისხანე მადრიდელებს ტოლ-სწორად ეთამაშებოდნენ.

თუ სიმეონეს უღიმღამო თამაშს კარგი შედეგების გამო პატიობდნენ, ახლა, როცა არც თამაშია და არც შედეგი, საინტერესოა როგორ მოიქცევიან. თანაც „ხეტაფემ“ „ბეტისს“ მოუგო (1:0) და „ატლეტიკო“ მეოთხე ადგილიდან მეხუთეზე ჩაანაცვლა.

ესპანეთი

პრიმერა. 21-ე ტური. 26 იანვარი

ატლეტიკო - ლეგანესი 0:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 52 767

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი, სავიჩი, ფელიპე, ვრსალკო (შაპონიჩი 88), კორეა (ერერა 62), საული, ტომასი, ლიორენტე (ვიტოლო 46), ფელიში, მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ლეგანესი: კუელიარი, სილვა, ბუსტინსა, ომერუო, ავაზიმი, როსალესი, როდრიგეში (კარილიო 78), მესა, რესიო, ერასო (რუიბალი 61), ბრეითვეითი (როდრიგესი 90)

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

მსაჯი: მატეო ლაოსი

გაფრთხილება: სავჩი (90+6); ავაზიმი (11), ერასო (54), კუელიარი (76), მესა (90), რესიო (90+2),

გაძევება: კუელიარი (89+4)

ვალიადოლოდი - რეალი 0:1

ვალიადოლიდი. „ხოსე სორილია.“ 23 404

0:1 ნაჩო (78)

ვალიადოლიდი: მასიპი, ანტონიტო, ოლივასი, სალისუ, გარსია, ფერნანდესი, ფედე (ფუენტე 81), ალკარასი, მიჩელი (ვილია 58), უნალი (პლანო 76), გვარდიოლა

მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

რეალი: კურტუა, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მენდი, კაზემირო, კროოსი, ისკო (ვასკესი 72), მოდრიჩი (ვალვერდე 88), როდრიგო (იოვიჩი 90+3), ბენზემა

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: ფერნანდესი (10); ვარანი (36), მოდრიჩი (57), ნაჩო (76)

სელტა - ეიბარი 0:0

ხეტაფე - ბეტისი 1:0

1:0 ანხელი (89 პენ)

სოსიედადი - მალიორკა 3:0

1:0 ისაკი (46), 2:0 გამესი (58 საკ. კარში), 3:0 პორტუ (82)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.127287
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X