ფეხბურთი

12:51 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ამ შედეგით "ლივერპული" ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაშიც ჩემპიონი გახდებოდა"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ლივერპული" ფაქტობრივად პრემიერლიგის გამარჯვებულია და ასეთი შედეგით წამყვანი ჩემპიონატების ლიგებსაც მოიგებდა.

"ნათელია, რომ "ლივერპული" მოიგებს პრემიერლიგა და ასეთი შედეგით ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაშიც გაიმარჯვებდა. "მერსისაიდელები" ყველგან გახდებოდნენ ჩემპიონები, რადგან 23 ტურში 22 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ჩვენ კი წამყვანი ლიგების ლიდერებთან ქულებით ახლოს ვართ. "ლივერპული" ფანტასტიკურია, ფენომენალურია და გამაოგნებელი. ეს ფაქტი უნდა მივიღოთ და ამ სეზონიდან რაღაცები ვისწავლოთ." - ციტირებს Sky Sports-ი ესპანელის სიტყვებს.

ინგლისის პრემიერლიგის 24 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" 51 ქულა აქვს და "ლივერპულს" 16 ქულით ჩამორჩება, თუმცა "წითლებს" ერთი გამოტოვებული შეხვედრა აქვთ ჩასატარებელი და შეუძლიათ მეორეადგილოსან 19 ქულით გაუსწრონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110441