ფეხბურთი

1:13 | 26.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა გარდაიცვალა

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი რობ რენსებრინკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჰოლანდიური მედია იტყობინება. რენსებრინკმა სიცოცხლე 72 წლის ასაკში მშობლიურ სახლში დაასრულა.

რობი 70-იანი წლების ჰოლანდიიის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ფიგურა იყო იოჰან კრუიფთან ერთად. „ნარინჯისფერთა“ რიგებში მან 46 თამაში ჩაატარა და 14 გოლის გატანა მოახერხა.

საკლუბო დონეზე კი, საუკეთესო პერიოდი 1971-1980 წლებში ბრიუსელის „ანდერლეხტში“ გაატარა. ასევე იცავდა „ბრიუგეს“, „პორტლენდისა“ და „ტულუზას“ ღირსებას.

0.113409