ფეხბურთი

19:15 | 25.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" კრაკოვის "ვისლას" დაუზავდა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“, რომელიც თურქეთში შეკრებაზე იმყოფება, პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა.

აჭარლები პოლონეთის ექსტრაკლასას ბინადარ კრაკოვის „ვისლას“ დაუპირისპირდა და დაძაბული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში გია გეგუჩაძის გუნდმა სწრაფადვე, მეორე წუთზე გახსნა. პოლონელთა კარი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა აიღო. კრაკოველებმა გათანაბრება 70-ე წუთზე მოახერხა, თავის გამოჩენა ასევე ბრაზილიელმა ჰებერ სილვა სანტოსმა გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114354