სხვა

22:31 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალინა ურუშაძე ფინალში მე-12 შედეგით გავიდა

ფიგურულ ციგურაობაში გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ერთეულთა თანრიგში საქართველოს ალინა ურუშაძე წარმოადგენს. ქართველმა მოციგურავემ დღეს მოკლე პროგრამაში იასპარეზა და 37 მონაწილეს შორის 59.56 ქულით მე-12 საფეხური დაიკავა. ფინალურ ეტაპზე გასასვლელად საუკეთესო 24-ში მოხვედრა იყო საჭირო.

თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობა ხვალ შედგება და იქ მიღწეული შედეგებით მედალოსნებიც გამოვლინდებიან.

ხვალვე, ჩემპიონატის დასკვნით დღეს სპორტული ცეკვების თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი, რომელსაც გუშინ მოკლე პროგრამაში 67.49 ქულით მე-12 შედეგი ჰქონდა.

geonoc.org.ge

0.121347