ფეხბურთი

23:43 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვალიეხო "გრანადაში" იჯარის წესით ითამაშებს

მადრიდის "რეალმა" ესპანელი მცველი ხესუს ვალიეხო "გრანადაში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია "გრანადას" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ვალიეხო "სამეფო კლუბმა" 2015 წელს "სარაგოსადან" 2015 წელს დაიმატა და ერთი წლით მშობლიურ კლუბში იჯარის წესით გაუშვა. ამის შემდეგ "რეალმა" ფეხბურთელი "აინტრახტში" გაანათხოვრა, ხოლო მიმდინარე სეზონის დაწყებამდე - "ვულვზიში". ინგლისურ გუნდში ესპანელმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა.

0.118526