ჩოგბურთი

13:31 | 24.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერენა ავსტრალიის ღია პრიველობას გამოეთიშა

მოულოდნელად ავსტრალიის ღია პირველობას სერენა უილიამსი გამოეთიშა. სერენამ ჩინელ ვან ციანთან დრამატულ ბრძოლაში 4:6, 7:6, 5:7 დამარცხდა. შეხვედრა 2 საათს ადა 43 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში 4:4-ზე ჩინელმა ჩოგბურთელმა ბრეიკი შეასრულა და დაწინაურდა. მეორე პარტიაში ციანი 5:4-ს იგებდა და მატჩზე აწვდიდა, თუმცა სერენამ მოახერხა, სეტის ტაი-ბრეიკამდე მიყვანა, სადაც 7:2 იმარჯვა და შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე სეტი დაინიშნა. 6:5-ზე სერენას ჩაწოდება ჩაუვარდა და ბოლო 14 წელში პირველად, მოხდა, როცა უმცროსი უილიამსი დიდი სლემის ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ სერენამ მცირე კომენტარი გააკეთა: "სამწუხაროდ დავმარცხდი, თითქოს კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ რაც მინდოდა ის არ გამოვიდა".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116858