ფეხბურთი

23:40 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ორი თვის შემდეგ აზარმა ვარჯიში დაიწყო

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ახლოსაა მოედანზე დაბრუნებასთან. As-ის ინფორმაციით, ორთვიანი პაუზის შემდეგ ბელგიელმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო, ოღონდ ბურთით.

არსებობს შანსი, რომ ედენი მოედანს 1 თებერვალს, მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მატჩში დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, აზარმა ტრავმა ნოემბერში, პსჟ-სთან შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთშია. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა შემტევმა ლა ლიგაში 8 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110443