ფეხბურთი

21:55 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" თურქეთში ორი ამხანაგური თამაში დაემატა

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე დამატებით ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ამის შესახებ თბილისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

კახა ჩხეტიანის შეგირდები 6 თებერვალს სერბულ „რადნიკს“, ხოლო 12 თებერვალს უკრაინულ „ოლექსანდრიას გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ „დინამო“ თურქეთში შეკრებაზე უკვე ერთი კვირაა იმყოფება და რუმინულ „ვოლუნტარისთან“ ამხანაგური თამაშიც ჩაატარა.

0.12914