ფეხბურთი

21:30 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტედესკო: "ანანიძეს თამაშის გარანტია სურდა, ამის მიცემა კი არ შემეძლო"

მოსკოვის „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ გუნდიდან ჯანო ანანიძის წასვლის შესახებ ისაუბრა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ქართველს თამაშის გარანტიის მიღება სურდა, რასაც ტედესკო არავის აძლევს.

„ჯანო სეზონის პირველი ნაწილის შემდეგ მოვიდა ჩვენთან და მკვეთრად თქვა, რომ მას მეტი სათამაშო დროის მიღება სურდა. ჩვენ მისთვის გარანტიების მიცემა არ შეგვეძლი, რადგან არავის არ ვაძლევთ ამის გარანტიას. ამის შემდეგ გადაწყვიტა სხვა გუნდის მოძებნა.

არა, დაძაბულობა საერთოდ არ ყოფილა. ჯანო თომას ცორნს ესაუბრა, მან კი მე მომმართა. ჩვენ გულწრფელად განვიხილეთ ყველაფერი და მშვიდად დავშორდით“, - აღნიშნა ტედესკომ.

შეგახსენებთ, ანანიძე „სპარტაკის“ ღირსებას 2009 წლიდან იცავდა და გუნდი ორი დღის წინ დატოვა. გუშინ კი, ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109928