ფეხბურთი

22:19 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" მოზესი იჯარის წესით დაიმატა

მილანის "ინტერმა" ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ვიქტორ მოზესი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია "ნერაძურის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მოზესმა 2019 წელი "ფენერბაჰჩეში ასევე იჯარის წესით გაატარა და 23 მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა. ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა და ფაქტობრივად ნახევარი სეზონი ვერ ითამაშა. ვიქტორს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11086