ფეხბურთი

23:15 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: "ეს სამარცხვინოა, ბავშვებს "მანჩესტერის" მაისური აღარ აცვიათ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი რიო ფერდინანდი „წითელი ეშმაკების“ აწმყოთი აღშფოთებულია. ლეგენდარული ინგლისელი მცველის განცხადებით, ბავშვებს „იუნაიტედის“ მაისურს აღარ აცვიათ და „ოლდ ტრაფორდზე“ ასეთი თამაშის ყურება სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა აქ ყოფნა და ამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყურება. გულშემატკივარი 85-ე წუთის შემდეგ წავიდა და ხალხმა ეს უნდა გააკეთოს, რომ ცვლილებებისკენ მოუწოდონ. ბავშვები სკოლებში აღარ აცვიათ „იუნაიტედის“ მაისურები, არ უნდათ აქ მოსვლა და ამ ყველაფრის ყურება“, - თქვა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ „ბარნლისთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო და 34 ქულით პრემიერლიგაში „ტოტენჰემთან“ და „ვულვზთან“ ერთად მეხუთე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.

აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედს“ პრემიერლიგაში ყველაზე ცუდი სეზონი აქვს, რადგან 24 ტურში 34 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი აქამდე არასდროს ჰქონია. გარდა ამისა, ოლე გუნარ სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „წითელმა ეშმაკებმა“ პრემიერლიგაში უფრო მეტი თამაში წააგეს, ვიდრე მოიგეს.

0.117191