სხვა

18:18 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქარიშხალას მეექვსე მოგება

ქალთა უმაღლესი ლიგა ხელბურთში ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდა. ქარიშხალამ 30-27 დაამარცხა სამტრედია და 12 ქულით ლიდერობს. პეგასმა მოუგო აჭარას, 24-17.

ქარიშხალა-სამტრედიის მატჩში თავიდან ბოლომდე ბრძოლა იყო. სამტრედიამ ტაიმი წააგო (13-14) და მეორე ნახევრის დასაწყისშივე წინ გავიდა, 15-14. თბილისელებმა ისევ შეიქმნეს უპირატესობა, დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე სამტრედიელმა ბურკაძემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 26-27, თუმცა, კირვალიძემ იქვე უპასუხა და ქარიშხალამ კიდევ ორი გოლის გატანა მოასწრო - 30-27.

მეორე გამარჯვება მოიპოვა პეგასმა - თბილისის მეორე გუნდმა აჭარას მოუგო ტაიმიც (12-9) და მთელი თამაშიც - 24-17, ხოლო აჭარელებმა 5 შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

ხვალ ქუთაისში პირველ წრეს დაასრულებენ სამტრედია-პეგასი, აჭარა-ქარიშხალა. დანარჩენი 4 გუნდი - ყვარელი, ფოთი, მამული და წყალტუბო იგივეს თბილისში, 30-31 იანვარს გააკეთებს.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ფინალურ ოთხეულში გავა. ცხრილში დიდი სიმჭიდროვეა. 4 ქულით წინაა ქარიშხალა და ოთხით ჩამორჩება წყალტუბო, დანარჩენ 6 გუნდს, ანუ მეორე-მეშვიდე ადგილებს შორის სხვაობა იგივე 4 ქულაა.

ყველა თამაშის ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. ქუთაისის სპორტის სასახლე, 23 იანვარი

სამტრედია - ქარიშხალა 27-30

სამ: კოპალეიშვილი, ბელთაძე - ბურკაძე 9, ჩოგოვაძე 7, ჩალიშკანი 5, ცირეკიძე 3, ესაკია 2, ჩხაიძე 1, კაპატაძე

ქარ: არაბაჯევი - ქ. ცინცაძე 10, ი. ჩხაიძე 7, ა. ჩხაიძე 6, ხმელაძე 2, ციცქიშვილი 2, მ. ცინცაძე 2, კირვალიძე 1, დოღაძე რაზმაძე, კვეკვესკირი, ქარჩავა, სოლოღაშვილი

აჭარა - პეგასი 17-24

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე - კომახიძე 5, ქამაშიძე 3, გაგნიძე 3, კოჩალიძე 2, ცივნარიძე 2, დვალიშვილი 1, სურმავა 1

პეგ: ჯიქურაშვილი, ახვლედიანი - ჩხაიძე 10, კორძაია 8, საბაშვილი 4, სვანიძე 1, ტარტარაშვილი 1, პაპუაშვილი, ნეფარიძე, დადვანი, ქ. ჩოგოვაძე, ე. მაკარაშვილი

მსაჯები: შ. სტურუა - ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ლ. მარგიანი

--------------------თ---მ---ფ---წ--------ბ-------ქ

ქარიშხალა-----6---6---0---0---171-145--12

ყვარელი-------5---4---0---1---150-109---8

სამტრედია----6---3---0---3---106-107---6

აჭარა-----------6---2---1---3---132-120---5

ფოთი----------5---2---1---2----96-81----5

მამული--------5---2---0---3---112-124--4

პეგასი----------6---2---0---4--130-151---4

წყალტუბო----5---0---0---5---69-129----0

24 იანვარი

14:00 სამტრედია - პეგასი, 15:30 აჭარა - ქარიშხალა

30-31 იანვარი, თბილისი

ფოთი - ყვარელი, წყალტუბო - მამული

ფოთი - მამული, წყალტუბო - ყვარელი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.181375