ფეხბურთი

15:55 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ დღეს თურქეთში ზამთრის პირველ შეკრებაზე გაემგზავრა, ქალაქ ბელეკში. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.

პირველი შეკრება 3 თებერვლამდე გასტანს და „დინამო“ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, რომელთა გამართვის განრიგი მოგვიანებით დაზუსტდება. ბათუმელები ბელეკში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

მიხეილ ალავიძე, იჰორ ლევჩენკო, ლევან შოვნაძე, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა ჩალაძე, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, ვაჟა ფაცაცია, ლევან გეგეჭკორი, კიჭი მელიავა, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ბენჟამინ ტეიდი, მათე ცინცაძე, ვაკო თევდორაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ჟულიო ვინისიუს სოუზა, ფლამარიონ ჯოვინო, ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკა საბანაძე.

გარდა ამისა, შეკრებაზე გუნდთან ერთად არიან ნიგერიელი მცველი გოდფრი ობოაბონა და თენგიზ წიქარიძე, რომლებიც სინჯებზე იმყოფებიან. გაბრიელ რამოსი კი, გუნდს თურქეთში შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116632