კალათბურთი

10:19 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის არასრული ოთხი წუთი და გამარჯვება "ფინიქს სანსთან"

ნაციონალულ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ქართველი კალათბურთელის გუნდი „ფინიქს სანსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე 25 ქულიანი სხვაობით 112:87 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში კვლავ მცირე დრო დაეთმო ქართველ ცენტრს, რომელმაც პარკეტზე არასრული 4 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი გამოდგა. ამერიკელმა მძიმე ფორვარდმა 34 წუთში 24 ქულა, 13 მოხსნა და 4 პასი დააგროვა და ორმაგი დუბლი გაიფორმა.

45 ტურის შემდგომ ნეიტ მაკმილანის გუნდს 29 მოგების საპირისპიროდ 16 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მეხუთე პოზიციაზე აღზევდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125522