ფეხბურთი

12:23 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სარიმ "იუვენტუსში" 60 წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორა

მაურიციო სარიმ „იუვენტუსში“ 60 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. იტალიელმა სპეციალისტმა „ბებერი ქალბატონის“ თავკაცის რანგში საწყისი 15 საშინაო მატჩიდან 14 მოიგო.

მსგავსი პოზიტიური შედეგი „იუვეს“ ისტორიაში კარლო პაროლას ჰქონია, რომელმაც გუნდს 1960 წელს სადებიუტო სეზონში 15-დან 14 საშინაო თამაში მოაგებინა. სწორედ სარი და პაროლა არიან ტურინელთა ისტორიაში საუკეთესო შედეგის ავტორები.

თუმცა, მაურიციო ხსენებულ 15 თამაშში დაუმარცხებელია (14 მოგება, 1 ფრე), ხოლო პაროლას ხელმძღვანელობით "იუვენტუსმა" 15-დან 1 თამაში წააგო და 14 მოიგო. „იუვემ“ მიმდინარე სეზონში „ალიანც სთედიუმზე“ მხოლოდ „სასუოლოს“ დამარცხება ვერ შეძლო (2:2).

აქვე გეტყვით, რომ ტურინელები სერია A-ს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ, პარალელურად კი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალსა და იტალიის თასის ნახევარფინალში არიან გასულნი.

0.16401