ფეხბურთი

3:40 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "რონალდუს დედას კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ"

იტალიის თასის მეოთხედფინალში „იუვენტუსმა“ „რომა“ (3:1) დაამარცხა და მორიგი გოლის გატანა მოახერხა კრიშტიანუ რონალდუმ. პორტუგალიელი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია და 2020 წელს უკვე შვიდჯერ გამოიჩინა თავი.

ნამატჩევს მაურიციო სარის რონალდუს ათამაშებაში მის დამსახურებაზე ჰკითხეს, რაზეც საინტერესო პასუხი გასცა:

„რონალდუ? ინდივიდუალურად მისი გაუჯობესება რთულია, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელიც ბრწყინვალე ფიზიკურ და მენტალურ კონდიციაში იმყოფება. საოცარი ტემპით ახერხებს გოლების გატანას და მინდა მეექვსე „ოქროს ბურთის“ მოგებაში დავეხმარო. ჩემი ხელმძღვანელობით კარგად ათამაშდა? ვფიქრობ, რომ კომპლიმენტები დედამისს ეკუთვნის, რადგან მისგან ბუნებრივად არაჩვეულებრივი ინდივიდუალური მონაცემები ერგო“, - თქვა სარიმ.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუს კარიერის განმავლობაში 22 სხვადასხვა ტურნირზე უთამაშია (სანაკრებო ტურნირების ჩათვლით) და იტალიის თასი მე-20 გამოდგა, რომელშიც გოლის გატანა მოახერხა. პორტუგალიელს მხოლოდ ინგლისის სუპერთასზე და უეფას თასზე არ აქვს გატანილი გოლი იმ ტურნირებიდან, სადაც ერთხელ მაინც ითამაშა.

რაც შეეხება „იუვენტუსს“, ნახევარფინალში „მილანი“ – „ტორინოს“ წყვილში საუკეთესოს დაუპირისპირდება.

0.123965