ავტოსპორტი

1:28 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მერსედეს-AMG ფ1-ის ახალ მანქანას ვალენტინობაზე წარადგენს

„მერსედეს-AMG-ს“ ფორმულა 1-ის გუნდი თავის ახალ სარბოლო ავტომობილს, რომლითაც ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2020 წლის სეზონში იასპარეზებს, 14 თებერვალს (ვალენტინის დღეს), დახურულ ჩვენებაზე წარადგენს.

წარდგენის დღეს, სილვერსტოუნის ტრასაზე პირველ კილომეტრებს გაივლის. 19 თებერვალს კი გერმანული გუნდის მანქანა ბარსელონაში, ოფიციალურ წინასასეზონო ტესტებს შეუდგება. ახალი სეზონი სტარტს მელბურნში (ავსტრალია), 15 მარტს აიღებს.

ახალი სარბოლო ავტომობილის (W11) შესახებ, ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. გუნდის მიზანი, რა თქმა უნდა, კვლავ ორივე ტიტულისთვის ბრძოლაა, რომლებსაც უკვე ექვსი სეზონია, არავის უთმობს. გარდა ამისა, ლუის სხვა მიზნებიც აქვს - მეშვიდე ტიტულის მოპოვების შემთხვევაში, ის ლეგენდარული მიხაელ შუმახერის მიღწევის გამეორებას შეძლებს. ამასთან, მას მხოლოდ შვიდი მოგება აკლია იმავე შუმახერის რეკორდულ 91 გამარჯვებამდე.

0.111632