კალათბურთი

23:20 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზეც შეუჩერებელია: 20 ქულა 21 წუთში!

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზეც შეუჩერებელია. მე-12 ტურში ჩვენებურის „იბეროსტარ ტენერიფე“ თურქეთში „გაზიანთეფს“ ესტუმრა და ძალიან ადვილად, 88:65 იმარჯვა.

რა გასაკვირია, რომ გიორგი მოედანზე საუკეთესო იყო, ეს მიმდინარე სეზონში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

შერმადინმა მხოლოდ 21 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დროც საკმარისი გამოდგა, რომ 20 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დაეგროვებინა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 8 ორქულიანი (80%) და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო (80%), შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა.

შერმადინი, დაგროვილი ქულებით (20) ორივე გუნდში საუკეთესო იყო, მარგი ქედების კოეფიციენტს რაც შეეხება, იდენტური მაჩვენებელი დააფიქსირა (27) მარსელინო უერტასმა, რომელმაც მხოლოდ 9 ქულა ჩააგდო, მაგრამ 17 შედეგიანი პასი მიითვალა!

„იბიეროსტარ ტენერიფე“ C ჯგუფს 10 მოგებითა და 2 წაგებით ლიდერობს. დღევანდელი გამარჯვებით კი, მერვედფინალში თამაში ოფიციალურად გაინაღდა, ხოლო მომდევნო ტურში 28 იანვარს, ლატვიურ „რიგას“ უმასპინძლებს.

0.141749