ფეხბურთი

21:12 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" კოუტინიოს არ გამოისყიდის

მიუნხენის „ბაიერნი“ ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვას არ აპირებს. Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენელები ბრაზილიელის გამოსყიდვაში დარწმუნებულნი არ არიან და დიდი შანსია, რომ ფეხბურთელი „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

გერმანელთათვის განსაკუთრებით მიუღებელი კოუტინიოს გამოსასყიდი თანხაა, რომელიც 120 მილიონ ევროს შეადგენს, რადგან „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ეს ფასი გადამეტებულია.

შეგახსენებთ, კოუტინიო „ბაიერნს“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა და გერმანულ გიგანტში დღემდე 23 თამაში ჩაატარა, გოლი კი შვიდჯერ გაიტანა.

0.115917