სხვა

17:22 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ თურქეთი გაანადგურა და მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის გუნდი მერვედფინალში რუსეთთან დრამატული მარცხის შემდეგ დღეს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება ადვილად მოახერხა.

ქართველმა წყალბურთელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს, პირველი პერიოდი 4:1 მოიგეს და კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ. თურქეთის ნაკრები საქართველოს წინააღმდეგობას ვერცერთ კომპონენტში უწევდა და საბოლოო ანგარიშიც სრულიად ლოგიკური იყო - 12:6.

საქართველოს რიგებში 3-3 გოლით ანდრია ბითაძე და მიხეილ ბაღათურია გამოირჩნენ, ორჯერ თავი ხვიჩა ჯახაიამ გამოიჩინა, ხოლო თითოჯერ ბორის ვაპენსკიმ, გიორგი მაგრაქველიძემ, დამირ ცრეპულიამ და რევაზ იმნაიშვილმა გაიტანეს.

ამრიგად, ჩომახიძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ საუკეთესო ათეულში მოხვედრა გაინაღდა და მეცხრე პოზიციაზე გასვლის შანსიც აქვს. საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის გერმანიისა და რუმინეთის წყვილში გამარჯვებულს 24 იანვარს დაუპირისპირდება.

თურქეთი - საქართველო 6:12 (1:4, 2:2, 1:4, 2:2)

გოლები: 0:1 ბითაძე (06:58), 1:1 იენიგუნი (03:21), 1:2 იმნაიშვილი (01:48), 1:3 ბაღათურია (00:57), 1:4 ჯახაია (00:11), 2:4 აჯარი (06:55), 2:5 ბაღათურია (06:27), 3:5 იენიგუნი (01:04), 3:6 ვაპენსკი (00:47), 3:7 ცრეპულია (06:34), 3:8 ჯახაია (05:24), 4:8 (ბიიკი (04:40), 4:9 ბაღათურია (03:56), 4:10 ბითაძე (00:02), 4:11 მაგრაქველიძე (05:57), 5:11 აჯარი (02:42), 5:12 ბითაძე (00:20), 6:12 ჯანერი (00:05)

თურქეთი: სეზერი, ჯანერი, იუტმაზი, აჯარი, ბიიკი, გურდენლი, იენიგუნი, სენემოღლუ, სონმეზი, ოზბეკი, კაჰრამანი, დილეკი, კილი

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, იმნაიშვილი, ბითაძე, ელაჩა, ჯახაიაი, ბაღათურია, რურუა, მაგრაქველიძე, ბარალდი, ვაპენსკი, რაზმაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109345