ფეხბურთი

16:22 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "მესი? არა, ჩემი კარიერის ინსპირაცია რონალდუა"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი კარიერის ინსპირაცია კრიშტიანუ რონალდუა და ლიონელ მესისგან არაფრის გადაღება არ უნდა.

გარდა ამისა, კილიანმა თანაგუნდელი მარკო ვერატი შეაქო და მიიჩნევს, რომ იტალიელი ფენომენია.

„ვერატი ფენომენია, ეს ყველასთვის აშკარაა. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, როდესაც პსჟ-ში გადავედი. ძალიან ძლიერია და ჩმეთვის წარმოუდგენელი ბედნიერებაა მისი თანაგუნდელობა.

კუმირი? თუ თქვენ ფრანგი ხართ, მაშინ ცალსახად ზიდანის მითით იზრდები. თავიდან ასე იყო, მაგრამ შემდეგ ჩემი კუმირი კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ. ახლა მაქვს საშუალება, რომ მისი მეტოქე ვიყო, თუნდაც ეროვნული ნაკრების დონეზე.

მესი თუ რონალდუ? ჩემთვის უკვე დაგვიანებულია მესის მსგავსი კარიერის გაკეთება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „მონაკოში“ უნდა დავრჩენილიყავი. ასე, რომ პირდაპირ რომ ვთქვა, მისი კარიერისგან არაფრის გადმოღება მინდა. ჩემი ინსპირაცია რონალდუს კარიერაა და არა მესის.

„იუვენტუსი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რაც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე დაამტკიცა. თუმცა, ყოველთვის რაღაც აკლდებოდა, ახლა კი, კრიშტიანუ ჰყავს, რომელმაც იცის ამ ტურნირის მოგება. გარდა ამისა, სარის მოსვლით გუნდმა უფრო კარგი ფეხბურთის თამაში დაიწყო შესანიშნავი ფეხბურთელების წყალობით“, - განაცხადა მბაპემ.

0.115105