ფეხბურთი

14:56 | 22.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოდრიოსოლა "ბაიერნის" ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ მადრიდის „რეალიდან“ ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 24 წლის მცველი „რეკორდმაისტერის“ ღირსებას იჯარის წესით დაიცავს.

„ბაიერნმა“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე „რეალიდან“ ალვარო ოდრიოსოლა ინათხოვრა. 24 წლის მარჯვენა მცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და უკვე შეუძლია გუნდთან ერთად ვარჯიში“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ოდრიოსოლა „რეალს“ 2018 წლის ზაფხულში „სოსიედადიდან“ შეუერთდა, მაგრამ „სამეფო კლუბის“ ძირითადში ფეხი ვერ მოიკიდა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა მადრიდელთა ღირსება მხოლოდ 5 შეხვედრაში დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11562