ფეხბურთი

23:42 | 21.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიკე სეტიენი: "ვფიქრობ, ინიესტას დაბრუნება შეგვიძლია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს გუნდში ანდრეს ინიესტას დაბრუნება სურს. ამის შესახებ გამოცდილმა სპეციალისტმა ესპანურ მედიას განუცხადა.

„ლეგენდის დაბრუნდება? ინიესტა. მას ჯერ კიდევ არ დაუსრულებია კარიერა. ალბათ შეგვიძლია, რომ დავაბრუნოთ“, - ციტირებს სეტიენის სიტყვებს Sport-ი.

შეგახსენებთ, ანდრეს ინიესტა „ბარსელონაში“ 2002-2018 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 32 ტიტული მოიგო. ამჟამად კი, იაპონიაში, „ვისელ კობეს“ ღირსებას იცავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109086